ჩვენი სასტუმრო Elea Old Tbilisi Hotel მდებარეობს თბილისის ცენტრალურ უბანში, ისტორიულ ნაწილში. ის წარმოადგენს 4* ბუტიკ სასტუმროს, რომელიც შედგება 12 ნომრისგან. სასტუმროს აქვს ორადგილიანი (king size), სამადგილიანი (DBL+SNGL; TRIPLE), საოჯახო და ლუქსის ტიპის ოთახები.
სასტუმრო Elea Old Tbilisi Hotel -ის უნიკალურობა განისაზღვრება ბიზნეს და კომერციულ ცენტრებთან ახლო მდებარეობით. სასტუმრო Elea Old Tbilisi Hotel ადვილად მისადგომია საზოგადოებრივი ტრანსპორტით. თავისუფლების მოედანი სასტუმროდან რამდენიმე წუთის სავალზეა, ხოლო რკინიგზის სადგურიდან სასტუმრომდე ავტომობილით მხოლოდ 10 წუთს საჭიროებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე სასტუმროს 25 წუთის სავალი აშორებს. სასტუმრო მდებარეობს სახელმწიფო დაწესებულებებთან ახლოს და თბილისის მთავარ ბიზნეს უბანში, ამდენად იგი იდეალურია საქმიანი, ოჯახური და აქტიური დასვენების მოყვარული ადამიანებისათვის.
მომსახურება
- დილის საუზმე
- ნომრების ყოველდღიური დალაგება
- პლასტიკური ბარათით გადახდა
- პრინტერი/ბეჭდვა
- უფასო პარკინგი
- კონსიერჟის მომსახურება
- 24 საათიანი დაცვა
- ტრანსფერი/დახვედრა